logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა
- +

11 აგვისტო. 2017. 20:47


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, თბილისის მერიის თასზე პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა.


თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს.


მასპინძლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.


საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner