ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული ძმები ჯაფაროვები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
სპეცოპერაცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის პირველი და 4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ძმები ჯაფაროვების მეზობლების თქმით, ძმები შეშას ყიდდნენ და სამართალდამცავებთან პრობლემა არ ჰქონდათ. სპეცოპერაცია ერთდროულად ძმების ორ სახლში მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან კრიმინალისტები