logo_geo
eng_logo
ხვალ, „დიდგორობა 2017“ გაიმართება
- +

11 აგვისტო. 2017. 22:08


დიდგორის ველზე, ხვალ „დიდგორობა 2017" გაიმართება. „დიდგორობა 2017"-ის ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ქვემო ქართლის გუბერნიის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.


„დიდგორობა 2017-ის" ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და კონცერტი, მოეწყობა ქართული ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, სახალხო სეირნობა, ჩატარდება ტურნირები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და დოღში.


ღონისძიებებს მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის პირები, ასევე მიწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრებიან.


ხვალვე დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესებული სახელმწიფო ჯილდო - „დიდგორის ჯვრის ორდენი" გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.


„დიდგორობა 2017"-ის ღონისძიებები 12 აგვისტოს, 11: 00 საათზე დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner