logo_geo
eng_logo
ანკარას ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა“ აიღეს
- +

20 თებერვალი. 2016. 11:05



ანკარას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთთა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის გათავისუფლების ქორები" აიღო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიში თურქეთის პრეზიდენტის რეჯიპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკაზე და ქალაქ ჯიზრაში შექმნილ ვითარებაზე პასუხი იყო.


განცხადებაში ასევეა აღნიშნული, რომ ქურთი მებრძოლები თურქეთის ხელისუფლებას ახალი თავდასხმებით ემუქრებიან.

დაჯგუფება „ქურთისტანის გათავისუფლების ქორები" ადრე დაკავშირებული იყო ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, თუმცა 2015 წელს მასთან კავშირის გაწყვიტა.


შეგახსენებთ, 17 თებერვალს ანკარას ცენტრში აფეთქებას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner