logo_geo
eng_logo
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირმა დაიწყო
- +

12 აგვისტო. 2017. 02:15


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე. ასეთი კომენტარი გააკეთა, მან რუსი ელჩის სიტყვების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ პოლონელები პატივს უნდა სცემდნენ წითელარმიელების ქანდაკებებს თავიანთ ქვეყანაში.


ვაშიკოვსკის თქმით სსრკ-მ „ომის დაწყებისთვის ბევრი რამ გააკეთა", რადგან „გერმანიასთან ერთად დაესხა თავს პოლონეთს".


რამდენიმე დღის წინ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა სსრკ და ფაშისტური გერმანია შეთქმულებაში დაადანაშაულა, რომლის მიზანი, პოლონელების განადგურება იყო. მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის დასაწყისი მოლოტვ-რიბენტროპის პაქტი იყო. მაჩეროვიჩის თქმით, ორი სისტემის მაქინაციები რომ არა, პოლონელი ხალხის ისტორია "შესაძლოა სხვაგვარად დაწერილიყო". 


17 ივლისს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კომუნიზმის პროპაგანდის აკრძალვის კანონში ცვლილება შეიტანა, რაც საბჭოური ეპოქის ძეგლების დანგრევას გულისხმობს. დოკუმენტი ითვალისწინებს ქანდაკებების აღებას, მათ შორის სამხედრო მემორიალების, რომელსაც აქვს საბჭოური სიმბოლო ან ნებისმიერი სახის პროპაგანდისტულ განწყობას ატარებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner