საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მერიის თასის პირველ შეხვედრაში ჩეხეთი ანგარიშით 87:76 დაამარცხა.
თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, რომ მოხარულია მოპოვებული გამარჯვებით, თუმცა, აქვე დასძინა, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
„კარგი თამაში იყო და საკმაოდ ძლიერი მეტოქეც გვყავდა. ჩეხეთი შორეული სროლებით ცდილობდა ჩვენს მოგებას. კარგია, რომ მეტოქეს ვაჯობეთ და თბილისში პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ცოტა მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ამავე დროს, ყველა დამეთანხმება, რომ კალათბურთში წარმატების გასაღები სწორედ დაცვაში კარგი თამაშია. ეს კომპონენტი კი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერი გამოსწორდება", - განაცხადა ფაჩულიამ.