logo_geo
eng_logo
თურქეთის არმიამ სპეცოპერაციის ფარგლებში 19 ტერორისტის ლიკვიდირება შეძლო
- +

11 აპრილი. 2016. 15:52



ადგილობრივმა არმიამ თურქეთში, ჰაკარის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" 19 ტერორისტის ლიკვიდირება შეძლო.


თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჰაკარის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩატარდა.


სააგენტო „Anadolu"-ს ცნობით, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელშიც 300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, ჰაკარის პროვინციის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქშიც ჩატარდა.


სააგენტოს ინფორმაციით, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სტამბოლის სამ რაიონშიც ტარდება.


სპეცოპერაციის ფარგლებში, არიან დაკავებულები, თუმცა მათი ვინაობა ამ დროისათვის, უცნობია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner