ადგილობრივმა არმიამ თურქეთში, ჰაკარის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" 19 ტერორისტის ლიკვიდირება შეძლო.
თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჰაკარის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩატარდა.
სააგენტო „Anadolu"-ს ცნობით, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელშიც 300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, ჰაკარის პროვინციის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქშიც ჩატარდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სტამბოლის სამ რაიონშიც ტარდება.
სპეცოპერაციის ფარგლებში, არიან დაკავებულები, თუმცა მათი ვინაობა ამ დროისათვის, უცნობია.