თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მიქიაშვილი ამ პოზიციაზე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციული პრინციპით მოხდა.
რაც შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით მიქიაშვილმა თეიმურაზ კუპატაძის ძველი თანამდებობა დაიკავა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უხელმძღვანელებს.