უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე NDI-ის კვლევებს არ ენდობა. მისი თქმით, NDI-ის კვლევები ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა.
„NDI-ის კვლევები ჩემთვის ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მე სოციოლოგი არ ვარ და კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ რაღაცა პრობლემები მათ მეთოდოლოგიას აქვს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
NDI-ის კვლევებს ასევე გამოეხმაურა ზვიად ძიძიგური. მისი თქმით, ბევრი გაკეთდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი კიდევ გასაკეთებელია, რაც ხელისუფლების გამოწვევის მთავარი საკითხია.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი პრეტენზიები არ არის, მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ქვეყნაშია, ეს NDI-ის კვლევის გარეშეც კარგად ვიცოდით", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.