logo_geo
eng_logo
ნეპალში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 აგვისტო. 2017. 20:34



ნეპალში წყალდიდობას და მეწყერს 30 ადამიანი ემსხვერპლა.



„30 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება. ამ ეტაპზე ჩვენ კონცენტრირებული ვართ ცოცხალი ადამიანების გადარჩენაზე", - განაცხადეს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.


ნეპალის ხელისუფლებამ სკოლებში და ადმინისტრაციულ შენობებში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის დროებითი თავშესაფრები გახსნა.


სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ნეპალის ქალაქ ბირატნაგარის აეროპორტსაც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner