ახლა კი მართლა მეცოდება ჯეჯელავა, რომელსაც ჭკუას არიგებს ქართული(!) პედაგოგიკის, ქართული(!) სკოლის, გოგებაშვილის დედაენის და ქართული(!) სახელმძღვანელოების „უბადლო მცოდნე" კაცი, რომელსაც ერთი(!) დღე არ უსწავლია (არც უმუშავია) ქართულ(!) სკოლაში და მაინც „იჯეჯილა" საქართველოს განათლების მინისტრად. მანამდე კი ჰქონდა პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობისა, გახლდათ შსს იარაღის საწყობის უფროსი (დასახელების სიზუსტე მიახლოებითია), სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრი...
ჰოდა, ამაზე მეტი დაცინვა, ამაზე მეტი კომედია, მეტი ცირკი გინახავთ?
აი, რას შვება „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!" - (გალაკტიონი).
http://www.newposts.ge/?id=148359