ქალაქ შარლოტსვილში საპროტესტო გამოსვლების გამო ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის მიზეზი ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეგმილი აქცია გახდა, სადაც შესაძლოა 6000-მდე ადამიანი შეიკრიბოს.
შარლოტსვილში ულტრანაციონალისტების აქცია დღეს დილითაც გაიმართა, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.
2 000-ზე მეტი ადამიანი კონფედერატის, სამოქალაქო ომის გენერლის რობერტ ლის ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. შარლოტსვილის მერმა პროტესტი სიძულვილის და რასიზმის გამოვლინებად შეაფასა.