logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გილოცავთ ქართული კინოს გამარჯვებას!
- +

13 აგვისტო. 2017. 00:22


 

ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის „საშიში დედა" დაჯილდოვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და საზოგადოებას ქართული კინოს გამარჯვებას ულოცავს. 

 

„გილოცავთ ქართული კინოს გამარჯვებას!

 

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი „საშიში დედა" ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა!" - წერს პრემიერ-მინისტრი.

 

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი" და „ჯემინი") და ესტონეთის (სტუდია „Allfilms") კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner