ჟურნალისტი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ჩემი უახლოესი ადამიანის და სიყრმის მეგობრის, უნიჭიერესი, უსაყვარლესი და უთბილესი ზურა ყიფშიძის დაბადების დღეა!
ზურა არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ერთგული და უმაგრესი პიროვნება! ასეთი იყო ბავშვობაშიც, სტუდენტობის დროსაც და დღესაც!!! იყავი მუდამ ასეთი სუფთა და სიყვარულით სავსე!!! შენ ჩვენი სიამაყე და სიყვარული ხარ!!!
P.S. ზურას მოგონებებიდან: „მომაკვდავმა ბებომ მკითხა-შენ იცი რას ნიშნავს ინტელიგენტიო?! - რას მეთქი, ვკითხე - რაც უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს საზოგადოებაშიო"... მგონი პირნათლად ასრულებს ბებიის ანდერძს!!!" - წერს აბულაძე.