logo_geo
eng_logo
გასულ წელს ევროპაში 95 000 მცირეწლოვანი ჩავიდა უფროსი თანმხლები პირის გარეშე
- +

11 აპრილი. 2016. 16:23



„Euobserver"-ის ცნობით, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურო წერს, რომ გასულ წელს, ევროპაში სულ მცირე 95 000 მცირეწლოვანი ჩავიდა უფროსი თანმხლები პირის გარეშე. ეს რიცხვი 2014 წლის მონაცემებთან შედარებით ოთხჯერ მეტია.



საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურომ მცირეწლოვანი მიგრანტების შესახებ ევროპის 29 ქვეყნიდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, თუმცა, მათგან მხოლოდ 17-მა მიაწოდა მონაცემები.

წლის ბოლოს აღნიშნულის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს „ეუროსტატიც" გამოაქვეყნებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner