ხვალიდან მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მშვიდობიანი მარიამობის გათენება უსურვა. პატრიარქის თქმით, შაბათს არის ფერისცვალება, პარასკევს საღამოს სამების საკათედრო ტაძარში იქნება ლოცვა, ხოლო წირვა მცხეთის სამთავროს მონასტერში ჩატარდება.