logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: პოლიტიკაში რომ არ უქნიხართ ღმერთს გასაგებია, მარა...
- +

13 აგვისტო. 2017. 17:43


გვახსოვდეს: - საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია-ო!


კაი, მარა ის თუ უნდა გვახსოვდეს, სირცხვილი რომაა, ოცის ზემოთ თვლა როცა არ იცი პოლიტიკოსმა - ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას ქვეყანაში?!.


ტუაფსე-სოჩა, კოლა-არტაანი, ძველი საათაბაგო და სამცხე-ჯავახეთი, ლორე, საინგილო... საქართველო აღარ არის? თუ ჩვენი "დაუძინებელი მეგობრებისგან" წაღებული მიწები - წაღებულად არ ითვლება?


თუ ამ ეტაპზე თემაა, ნაკლებად სკანდალური და მომგებიანი?!


თუ თურქებმა ბოლოს გამოცემულ რუკებზე რომ ბათუმი თურქეთად გამოაცხადეს, უნდა წავუყრუოთ, რადგანაც, ეგ რუკა "მეგობარმა" თურქებმა შეადგინეს და არა რუსებმა?!


თუ სსრკ-ს დაშლამდე აზერბაიჯანთან საზღვარი წითელი ხიდის იქით რომ იყო და კიდევ სხვა, ბევრი ობიექტი, არც ესაა საარჩევნოდ მომგებიანი, 300 ათასი არაქართველი ელექტორატის "გადამკიდე", ხოომ?!


პოლიტიკაში რომ არ უქნიხართ ღმერთს გასაგებია, მარა მეორე კლასის არითმეტიკასაც გადახედეთ ხანდახან - მარტო რუსების სიძულვილის კი არა, საქართველოს სიყვარულის გამოც და ბოლოს და ბოლოს - ადამიანურად, ზრდილობის გულისთვისაც!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner