თუშეთის გზაზე შეზღუდვა ამოქმედდა. მიზეზი ქვის ინტენსიური ცვენაა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საღამოს 20:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ყველა სახის ავტომობილით გადაადგილება აკრძალა.
უწყება დროის ამ მონაკვეთში ვიზიტორებს თუშეთის გზის 56-ე კმ-ზე გადაადგილებას არ ურჩევს. სიტუაციას ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ.
რამდენიმე დღის წინ სწორედ გზის ამ მონაკვეთზე კლდიდან მოწყვეტილი ლოდი ტურისტების ავტომობილს დაეცა. შემთხვევას ყველა ვიზიტორი გადაურჩა.