ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„ჯანსუღ ჩარკვიანს არაფერი ჭირს „გამოსატირებელი", რამეთუ რკინაა, კლდის ნატეხი და მას ვერც ინსულტი მოერევა და ვერც კრიტიკა დააკლებს რამეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„აუცილებლად გამოკეთდება, იქნება მაგრად, იდღეგრძელებს და კვლავ შექმნის შედევრებს... ისეთს, რომ ყველა იტყვის: „საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი (ჯანსუღ) დასაკარგავი!" - წერს ნუგზარ ფოფხაძე.