logo_geo
eng_logo
რაჭაში გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება
- +

13 აგვისტო. 2017. 19:35


რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.


ამბროლაურის გამგებლის მალხაზ ლომთაძის განცხადებით, გზა ტყეზე გადის და მისი რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია.


„მნიშვნელოვანია, რომ უკვე შევძელით ალტერნატიული გზის მოძებნა ლიხეთთან, აბართან და ურავთან დასაკავშირებლად. გზის რეაბილიტაცია უკვე დავიწყეთ და ხვალ, 12:00 საათზე დასრულდება. შესაბამისად, სამივე სოფელთან დამაკავშირებელი გზა ისევ იქნება", -განაცხადა მალხაზ ლომთაძემ.


შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან ლიხეთთან, აბართან და ურავთან დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner