logo_geo
eng_logo
მესტიაში ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

13 აგვისტო. 2017. 20:27


რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მესტიაში ხანძრის ლიკვიდირება შეძლო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგეობიდან აცნობეს.


ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ბრიგადები ვერ ახერხებდნენ, რის შემდეგაც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner