რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მესტიაში ხანძრის ლიკვიდირება შეძლო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგეობიდან აცნობეს.
ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ბრიგადები ვერ ახერხებდნენ, რის შემდეგაც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.