logo_geo
eng_logo
ირანი რუსეთს იარაღს აწვდის
- +

13 აგვისტო. 2017. 22:25


გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ირანმა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გვერდის ავლით მძიმე შეიარაღების კომპონენტები გაუგზავნა.


გამოცემის ცნობით, ივნისში ირანული სამგზავრო თვითმფრინავები ორჯერ დაეშვნენ სირიაში ხმეიმის ბაზაზე, რომელსაც რუსული სამხედროები იყენებენ.


გერმანული მედიის მტკიცებით, აღნიშნული ტვირთი სირიის ქალაქ ტარტუსში გადაიტანეს, იქიდან კი ის სამხედრო ხომალდმა ის რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა.


ამასთან, Die Welt-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც მედიის ცნობით, ირანული სატვირთო თვითმფრინავია აღბეჭდილი.


როგორც გამოცემა წერს, თვითმფრინავის ბორტზე მოთავსებული იყო მძიმე შეიარაღების კომპონენტები, რომლის იმპორტი ირანს მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობით შეუძლია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner