logo_geo
eng_logo
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულების ქვეშ 91 ვულკანი აღმოაჩინეს
- +

14 აგვისტო. 2017. 00:48


ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში ყინულების ქვეშ 91 ვულკანი აღმოაჩინეს. გეოლოგების თქმით, აღნიშნული ვულკანური სარტყელი შესაძლოა ყველაზე დიდი აღმოჩნდეს პლანეტაზე.


უფრო ადრე მეცნიერებმა ამავე რეგიონში 47 ვულკანი აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ბოლოს აღმოჩენილი ვულკანების სიმაღლე 100-დან 2850-მდე მეტრს აღწევს.


ახლა უკვე სპეციალისტებს იმის დადგენა მოუწევთ, თუ რამდენად აქტიურებია აღნიშნული ვულკანები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner