logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი facebook-ზე სოხუმში არსებული თამარის ხიდის ფოტოს აქვეყნებს
- +

14 აგვისტო. 2017. 15:16


აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ facebook გვერდზე ქართველებისა და აფხაზების შერიგების სიმბოლოდ სოხუმთან მდინარე ბესლეთზე არსებულ თამარ მეფის ხიდის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართულ და აფხაზურ ენებზე შემდეგი სიტყვები წერია - „ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში". პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უცხო ძალა არ უნდა იდგეს, რადგან ეს საზიანოა როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner