logo_geo
eng_logo
„მიწამდე თავს გიხრით...“ - ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე წერილს ავრცელებს
- +

14 აგვისტო. 2017. 16:17

 

 

„დედამ მთხოვა და ვასრულებ მის თხოვნას, მან მთხოვა გადმომეცა უდიდესი მადლობა, ჯანსუღის გულშემატკივრობისთვის", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი თამარ ჩარკვიანი წერს და აქვე დედის, ირმა ჩხეიძის სტატუსს ავრცელებს.


„ყველა ჟურნალისტს, მწერალსა თუ პოეტს, რეჟისორსა თუ პუბლიცისტს, ყველა მოქალაქეს, დიასახლისს თუ მსახიობს, ექიმსა თუ მუსიკოსს, პედაგოგსა თუ პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს, მთელს ჩვენს დიდ სამეგობროს ფ.ბ.-ში, დიდ მადლობას მოგახსენებთ, ასეთი სიყვარულისთვის, მიწამდე თავს გიხრით 81 წლის ირმა ჩხეიძე. "ამისთვის ღირდა სიცოცხლე",- პატივისცემით ჯანსუღის მეუღლე ი. ჩ .(2017-14 აგვისტო)", -  ნათქვამია  წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner