„GEM fest ჩაფლავდა და დიდი ალბათობით, სამუდამოდ დასამარდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო ჩართული, ჩაითვლებოდა, რომ ბიზნეს პროექტი რისკზე წავიდა და ჩაიწვა, მაგრამ რადგან სახელმწიფო ეხმარებოდა Gem fest-ს, ლოგიკურია, რომ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს 2 მილიონით დაფინანსებული ტურისტული პროექტის ჩავარდნაზე", - წერს უძილაური.