logo_geo
eng_logo
უცნობმა პირებმა ლიბიის ყოფილი პრემიერი გაიტაცეს
- +

14 აგვისტო. 2017. 17:40



ლიბიის დედაქალაქიდან უცნობმა პირებმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალი ზეიდანი გაიტაცეს. ინფორმაციას ტელეარხი Al-Arabiya წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ზეიდანი ტრიპოლში, სასტუმრო „ალ-შარქში" იმყოფებოდა. შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა სასტუმრო დაარბიეს და პოლიტიკოსი გაიტაცეს.


როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ეს ყოფილი პრემიერის გატაცების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად, ის 2013 წელს გაიტაცეს, როდესაც ჯერ კიდევ მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა.


თუმცა, მოგვიანებით, გამტაცებლებმა პრემიერი გაათავისუფლეს. ზეიდანი ლიბიის მთავრობას 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა. 2014 წელს მას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს და კორუფციაში დაადანაშაულეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner