logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: დღეს აფხაზეთში ომი დაიწყო... არ მიყვარს 14 აგვისტო - მძულს!
- +

14 აგვისტო. 2017. 17:41


 

„დღეს აფხაზეთში ომი დაიწყო... არ მიყვარს 14 აგვისტო - მძულს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ღმერთმა მიცხონოს ჩემი ძვირფასი მეგობრები: კუკური ადანაია! საშკა ბერულავა! გრიშკა დოლგოპულოვი! საშკა იოსელიანი! დათო ბოლქვაძე! დიანა ციბაძე! ჯანო ინაძე! რეზო ოსეფაიშვილი! პაატა ლომსაძე და ყველა ვისი ვინაობაც საქართველოში თითო-ოროლა ადამიანებმა იციან!

 

უიარაღო გმირები, რომლებმაც საქართველოს ავბედითი ისტორია ვიდეოფირებზე დატოვეს, ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლებიან!

 

დიდება და ხსოვნა იმ პირტიტველა ბიჭებს, რომლებმაც კბილებამდე შეიარაღებულ მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს 1 წლის, 1 თვის და 13 დღის განმავლობაში!

 

დიდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის თითოეულ პილოტს, რომლებმაც სიკვდილს უამრავი ადამიანი გამოჰგლიჯა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!

 

დიდება იმ სამედიცინო პერსონალს, რომელთა დამსახურებაა ათასობით მებრძოლისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის სიცოცხლის ბოძება!" - წერს ირინა გოგოსაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner