logo_geo
eng_logo
მოსკოვი შვეიცარიას საქართველოში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რააოდენობის გაზრდას სთხოვს
- +

11 აპრილი. 2016. 17:35



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვეიცარიის საგარეო მინისტრ დიდიე ბურკჰალტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს, გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში.



მკვეთრად გაიზარდა ვიზებზე განაცხადის რაოდენობა, ამიტომაც ჩვენ გვსურს შვეიცარიელი კოლეგებისგან მხარდაჭერა, რათა თბილისში მდებარე ჩვენი საკონსულოს შტატი რამდენიმე თანამდებობით გავზარდოთ", - განაცხდა სერგეი ლავროვმა.



ლავროვის განცხადებით, მოსკოვი სხვადასხვა კატეგორიის ვიზებს გასცემს ტურისტულის გარდა, მათ შორის ნათესავების მოწვევის გარეშე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner