logo_geo
eng_logo
მაია ფურცელაძე: 25 წელი უშენოდ და ყველა წამი შენთან ერთად...
- +

15 აგვისტო. 2017. 02:15



ჟურნალისტი მაია ფურცელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„25 წელი უშენოდ და ყველა წამი შენთან ერთად... 1992 წლის 14 აგვისტოს გასროლილი პირველი ტყვიის პირველი მსხვერპლი სწორედ ჩემი ერთადერთი ძმა აღმოჩნდა და უფალმა მისი სიკვდილით შემაჩვია 20 ათასი ქართველის სიკვდილს... მის მიერ გადარჩენილი ბიჭების სიცოცხლით „დამამშვიდა" და მისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული სახელმწიფო ჯილდოებით. მახსოვს, გმირთა მემორიალი რომ გაიხსნა, მამაჩემი რედაქციაში მოვიდა (გული გამისკდა, წინასწარ მირეკავდა ხოლმე)... თვალები უბრწყინავდა - ვნახე „ომარ ფურცელაძე" წერიაო... მერე ცრემლები წამოუვიდა...მაშინ პირველად იტირა ჩემთან... და მივხვდი, შვილის სიკვდილის გამართლებას ცდილობდა, მაგრამ დარდმა ტკივილმა გადასძალა...

 

დღეს 25 წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ... ომარი მაინც ბრძოლაში მოკვდებოდა... 14 აგვისტოს არა, 20-ში, 27 -ში... არასდროს იქნებოდა უკანასკნელი, რიგითი, ჩვეულებრივი... არასდროს იქნებოდა ლაჩარი... სამშობლოსთვის სიკვდილშიც პირველობა არჩია...

 

P.S. დღეს 14 აგვისტოა... უცნაურია... დღეს დილას რომან გვენცაძე გარდაცვლილა... სწორედ „ზვიადისტების" მიერ სამეგრელოში დატყვევებული გვენცაძის, სანდრო კავსაძისა და დათო სალარიძის „გამოსახსნელად" წაიყვანეს თბილისის პოლიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო ოპერი 21 წლის ომარ ფურცელაძე სპეცოპერაციაზე... როგორ დაიწყო აფხაზეთის ომი და რუსი სნაიპერის ტყვიით რა ვითარებაში მოკლეს ომარი და პაატა ნათენაძე, იქნებ უფლის სამსჯავროზე მაინც გაირკვეს..." - წერს ფურცელაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner