სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მოხდა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.