logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა რასიზმი დაგმო
- +

15 აგვისტო. 2017. 03:24



BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქ შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და რასიზმი დაგმო.


თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეების დასაცავად ძალას არ დაიშურებენ, ხოლო ის პირები, რომლებიც შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობენ, პასუხიმგებლობას ვერ გაექცევიან.


„რასიზმი ბოროტებაა და ვინც ძალადობს რასიზმის სახელით, მათ შორის კუ კლუქს კლანი, ნეონაცისტები, „თეთრი რასის უპირატესობის" მომხრეები და სხვა დაჯგუფებები, დაფუძნებულია სიძულვილზე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


2 დღის წინ ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ულტრანაციონალისტები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. FBI-იმ გამოძიება დაიწყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner