logo_geo
eng_logo
87 მილიონიანი პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
- +

15 აგვისტო. 2017. 03:26



ქუთაისში, წყლის შეფერხებით მიწოდების გამო, ქალაქის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. სოციალურ ქსელში რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებმა აქციებიც დააანონსეს. როგორც „ფოსტალიონმა" წყალმომარაგების ქუთაისის სერვისცენტრთან დაახლოებული წყაროს მეშვეობით შეიტყო, პრობლემა, რომელიც გარკვეული ქუჩების მოსახლეობას უკვე 7 წელია აწუხებს, მომავალი კვირის ბოლომდე მოგვარდება, მანამდე კი წყალი ზუსტი გრაფიკით მიეწოდება.


„იმის გამო, რომ დაბალ წერტილებში არის უყაირათო მოხმარება, ამჟამად, ნიზამის, ვასაძის, გელათის ქუჩის მიმდებარედ, დაბალ წნევებთნ დაკავშირებით მიმდინარეობს ურდულების რეგულაციები, მომავალი კვირის ბოლოსთვის კი სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება", - განუცხადა „ფოსტალიონს" წყარომ და აღნიშნა, რომ ქუთაისში ამჟამად ხორციელდება წყალმომარაგების რეაბილიტაციის 87 მილიონიანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ, 2018 წლის აგვისტოდან ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner