logo_geo
eng_logo
ირაკლი ჟვანია: სულ მინდოდა მეხანძრეების საპატივსაცემოდ სკულპტურული კომპოზიციის გაკეთება...
- +

15 აგვისტო. 2017. 12:15

 

 

„სულ მინდოდა მეხანძრეების საპატივსაცემოდ სკულპტურული კომპოზიციის გაკეთება. რამდენიმე ფიგურა ხელში შლანგებით საიდანაც წყალი მოდიოდა... და იქვე დაფა სახელებით... ვის ეტყვი... გაეცინებათ ჩინოვნიკებს..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქანდაკე ირაკლი ჟვანია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ხალხის სამსახურში დაღუპული მეხანძრეები: ამბროსი ახვლედიანი, შახმად ახმედოვი, სერგო ბაიდაშვილი, უშანგი ბადაგაძე, კარლო ბარამიძე, ენვერ ბებია, თამაზ გაგიშვილი, ნუკრი გეგია, გივი გუზიტაშვილი, გონერ დგებუაძე, ირმა დგებუაძე, სერგო დოლიძე, ივანე ეფიმოვი, ოთარ თორაზე, გივი კაკაშვილი, ომარ კაპანაძე, ზაზა კოწოწაშვილი, ჯემალ კახიძე, ბორის კირცხალია, ამირან კოლოჩევა, გოჩა კოპალიანი, სიმონ კრისტი, რევაზ ლომიძე, ივანე მალცევი, გოგი მანველიძე, ოთარ მასუქაშვილი, თემურ სისიური, ვალერი ფოტიადი, თემურ ხაზალია, კახა ხიდაშელი, ჯემალ ხურცია, ივანე ქსოვრელი, ბონდო შანიძე, გელა ჩანადირი, ჯემალ ცხვარაძე, ავთანდილ ჭიპაშვილი.

 

... ბონდო შანიძის ამბავი ასე მომხდარა, თბილისში ერთ-ერთ კორპუსთან ბენზინმზიდს ცეცხლი გაჩენია, სავსე ყოფილა საწვავით... მძღოლი გაიქცა, ვერავინ ვერ ეკარება... ამ დროს ეს ბიჭი შემხტარა, დაუქოქია და გაუყვანია ეს მანქანა მინდორში სადაც აფეთქდა თვითონაც...

 

...სულ მინდოდა მეხანძრეების საპატივსაცემოდ სკულპტურული კომპოზიციის გაკეთება. რამდენიმე ფიგურა ხელში შლანგებით საიდანაც წყალი მოდიოდა... და იქვე დაფა სახელებით...

 

ვის ეტყვი... გაეცინებათ ჩინოვნიკებს... მათ ხომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ როდესაც სჭირდებათ..." - წერს ჟვანია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner