„მოვიდა ჩემი დრო! მთავრობამ უკვე განსაზღვრა ხმაურის დასაშვები ნორმა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებისთვის სხვადასხვაა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე წერს.
„საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს.
თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40.
ხმაურის გამომწვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული 500 ლარით დაჯარიმდება. შემდეგში კი ჯარიმის რაოდენობა გაორმაგდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ძალაში 15 აგვისტოდან შედის", - წერს კობახიძე.