logo_geo
eng_logo
ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა
- +

15 აგვისტო. 2017. 14:55



ბათუმში ე.წ ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა. ქალს მძიმე დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.


მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner