logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო
- +

15 აგვისტო. 2017. 14:58

 


„ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო", - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა" და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარზე გააკეთა.


მისი განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება და საქმიანი ატმოსფერო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა, ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია.


ამის დასტურია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დღევანდელი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა ჩინეთიდან ჩამოსულმა 80-დე მსხვილმა კომპანიამ მიიღო. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გააქტიურებული ურთიერთობა ცალსახად ჰპოვებს ასახვას ბიზნესის განვითარებაზე. ძიანგსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი.


ჩინელი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს ჩაის კულტურის, ღვინის ექსპორტის, მსუბუქი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ გამოხატავენ. ძიანგსის პროვინციის სხვადასხვა ბიზნესჯგუფმა უკვე დააფიქსირა მზადყოფნა საქართველოში კერამიკის წარმოებაში, ქვანახშირის მოპოვებასა და ტექსტილის სფეროში კაპიტალდაბანდებისთვის.

 

„მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო სექტემბერში PABSEC-ის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პეკინსა და შანხაიში გაიმართება სამთავრობო შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლა უკვე არა მხოლოდ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში, არამედ დამაკავშირებელი ხიდი ხდება PABSEC-ის ქვეყნებსა და აზიას შორის", - განაცხადა „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" (PABSEC-ის) მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა "აბრეშუმის გზა -ეკონომიკური სარტყელის" პროგრამაში, დავით საგანელიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner