logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: რაც ანაკლიაში მოხდა, ქართველი ახალგაზრდების შეურაცხყოფა და დამცირებაა
- +

15 აგვისტო. 2017. 16:34

 


„რაც ანაკლიაში „ჯემ-ფესტზე" მოხდა, ქართველი ახალგაზრდების შეურაცხყოფა და დამცირებაა", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.

 

„არცერთი ფესტივალი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს. დამფუძნებლებმა, მათ შორის, გიორგი სიგუამ, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადონ და მოწამლულები მოიკითხონ, თავს იმართლებენ. გიორგი სიგუა, წესით, თავად უნდა იყოს დაინტერესებული დამნაშავეთა დასჯით, ლეღვის ფოთლის ხსენება და ცინიზმი რა საკადრისია? მივიდეს ამ ფესტივალზე გარდაცვლილი ნათია თავართქილაძის ოჯახში, ნახოს, რა დღეში არიან მისი მშობლები და ახლობლები... ბოდიში მოიხადოს, რომ ბოლომდე ვერ გააკონტროლა ის ტერიტორია, სადაც მათ მიერ ორგანიზებული ფესტივალი ტარდებოდა. აქეთ ილანძღებიან და გადაბრალების რეჟიმში არიან-ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკი არ იყიდებოდა, გარეთ იკეთებდნენ და ისე შემოდიოდნენო... როცა ასეთ ღონისძიებას მართავ, მოვალე ხარ ყველაფერი გააკონტროლო. რატომ მალავენ, რომ ამ ფესტივალზე შარშანაც დაიღუპა ხალხი. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი თუ ოთხი ახალგაზრდა, მათ შორის 18 წლის ბიჭი, რომლის მამამაც მის საფლავზე თავი მოიკლა", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner