logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ეს ამბავი ასე არ დარჩება...
- +

15 აგვისტო. 2017. 16:42


„ციანიდის საქმის" სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო განაჩენს მალე გამოიტანს. დაუმტკიცებენ თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადებას, ამ საკითხთან დაკავშირებით უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალს"  ესაუბრა.

 

„რა თქმა უნდა, ველოდები, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რადგან დაცვის მხარეს მთელი სასამართლოს განმავლობაში ერთი მტკიცებულებაც კი არ წარუდგენია, რომელიც ბრალდებას გააბათილებდა და მამაოს უდანაშაულობაზე მიუთითებდა. დიახ, ადვოკატები მხოლოდ მედიასთან აკეთებდნენ განცხადებას და ამბობდნენ-დეკანოზის ბრალდება სისულელეაო, ამდენ ლაპარაკს ერჩივნათ თავისი დასაცავის სასარგებლოდ ერთი იურიდიული მტკიცებულება მაინც მოეპოვებინათ, თუ რა თქმა უნდა, არსებობს!.

 

შორენა თეთრუაშვილის კი არა, პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა და ეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს, სადაც დეკანოზი მამალაძე პირდაპირ ამბობს, რომ ციანიდი იმ ადამიანისთვის სჭირდება, რომელიც ტკბილეულს არ ჭამს და, შესაბამისად, იმის საფრთხეც არ არსებობს, რომ შაქარი შხამს გაანეიტრალებს და სასიკვდილო შედეგი არ დადგება.  მთელმა ქვეყანამ იცის, რომ საპატრიარქოში სწორედ პატრიარქია ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავისი ავადმყოფობის გამო შაქარსა და ტკბილეულს არ ჭამს!  

 

ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფარული ვიდეოჩანაწერები დეკანოზის დაცვის მხარეს ეჭქვეშ არ დაუყენებია და მისთვის ალტერნატიული ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარებია", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner