დღეს საპარლამენტო ფრაქცია - „ქართული ოცნება - რესპუბლიკელებმა" პარლამენტის ბიუროს სახელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინეს. დღეიდან ფრაქციას არა „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", არამედ უბრალოდ „რესპუბლიკელები" ერქმევა.
ამის შესახებ განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
„პარლამენტში ფრაქცია რესპუბლიკელები იფუნქციონირებს ამ სახელით და ოპონირების რეჟიმში. ჩვენი განცხადების შესაბამისად დღეს დავიწყეთ პროცედურები ფრაქციის სახელწოდების შეცვლის შესახებ," - განაცხადა დავით ბერძენიშვილი.