„ეროვნულმა ფორუმმა" ფრაქციის სახელი შეიცვალა. როგორც დღეს დეპუტატმა ანი მიროტაძემ განმარტა სახელწოდების შეცვლა უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების შემდეგ ავტომატურად დადგა.
„მას შემდეგ რაც დავტოვეთ უმრავლესობა და ყველა საპარლამენტო თანამდებობა ავტომატურ რეჟიმში დადგა ეს საკითხი და ეროვნულმა ფორუმმა შეიცვალა ფრაქციის სახელი, იყო ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი და დღეიდან ეროვნული ფორუმით ვიქნებით წარმოდგენილი," - განცხადა ანი მიროტაძემ.