logo_geo
eng_logo
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
- +

15 აგვისტო. 2017. 22:53


ბათუმში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღის მეორე ნახევარში წვიმის შედეგად ბათუმის ცალკეული ქუჩა დაიტბორა, თუმცა შეფერხება დროულად მოგვარდა. წვიმას გადაადგილების კუთხით, პრობლემები არ შეუქმნია.


„ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წარმოიქმნა წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა. ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი რაოდენობით ნალექის გამო შეფერხდა დაგროვებული წყლის გადინება. შპს „ბათუმის წყლის" ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება შემოვიდა. თითოეულ შეტყობინებაზე მოხდა სწრაფი რეაგირება. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner