ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს „მედეა" დაერქმევა. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ იმსჯელა.
„მედეა, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთის მეფის, აიეტის ასული იყო. მის სახელს უკავშირდება უძველესი ქალაქი აია- დღევანდელი ქუთაისი, რომელიც 3 500 წელს ითვლის, ამით ტურისტებს უფრო მოვიზიდავთ", - განაცხადეს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.