logo_geo
eng_logo
ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა
- +

15 აგვისტო. 2017. 23:47


Reuters-ის ინფორმაციით, ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ბაზარში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც არანაკლებ 27 ადამიანი დაიღუპა.


თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ კონდუგაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კიდევ 2-მა ტერორისტმა თავი დევნილთა ბანაკის შესასვლელთან აიფეთქა, რომელიც აღნიშნულ ბაზართან ახლოს მდებარეობს. ორივე შემთხვევის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა.


მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner