Reuters-ის ინფორმაციით, ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ბაზარში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც არანაკლებ 27 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ კონდუგაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კიდევ 2-მა ტერორისტმა თავი დევნილთა ბანაკის შესასვლელთან აიფეთქა, რომელიც აღნიშნულ ბაზართან ახლოს მდებარეობს. ორივე შემთხვევის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.