logo_geo
eng_logo
„იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი“ ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა!
- +

11 აპრილი. 2016. 18:01

 

 

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი გადარჩა! დამთვალიერებლისთვის მუზეუმის კარი ღიაა ყოველ სამუშაო დღეს 10 სთ-დან 18 სთ-მდე.რამდენიმე წლის წინ მუზეუმი განადგურების საშიშროების წინაშე იდგა.


ამ თემაზე რეპორტიორთან"  მუზეუმის დირექტორმა ნოდარ გრიგორაშვილმა ისაუბრა.

 


ნოდარ გრიგორაშვილი: სანამ მუზეუმი აკადემიას ეკუთვნოდა, ყოველწლიურად ტარდებოდა უხარისხო რემონტი. სახელმწიფო ხარჯები, რომელიც რესტავრაციისთვის იყო გამოყოფილი, რეალურად, არ ჰყოფნიდა აღდგენით სამუშაოებს. წინა ხელისუფლების დროს კი, არც ხარისხიანი კეთდებოდა და აღარც უხარისხო.
მოშლილი იყო ყველაფერი: წყალი ჩამოდიოდა, შენობა არ იყო გაზიფიცირებული - გაპარტახებული იყო.

 


გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა წერილი სათაურით „მივხედოთ გრიშაშვილის საგანძურს - გაპარტახებულია!" წერილს გამოეხმაურა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართუ ჯგუფი". შენობის შესწავლა ხდებოდა 6 თვის მანძილზე. შეისწავლეს ყოველი კუთხე-კუნჭული. შეაკეთეს ყველაფერი - გარე ფასადი, ინტერიერი, ელექტროგაყვანილობა, გაზიფიცირება, მინებიც კი გამოცვალეს.

 

 

მუზეუმში გამოფენილია ასი ათას ერთეულამდე ექსპონატი. მათ შორისაა იშვიათი წიგნებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა, უნიკალური ფოტომასალა, პოეტის  პირადი ჩანაწერები. მათი გადარჩენა და თაობებისთვის შენარჩუნება  კი „ქართუ ჯგუფის"  დამსახურებაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner