logo_geo
eng_logo
გარი კასპაროვმა ჭადრაკში დაბრუნება პირველი თამაშით აღნიშნა
- +

16 აგვისტო. 2017. 02:40


12-წლიანი პაუზის შემდეგ გარი კასპაროვი ჭადრაკს დაუბრუნდა. ცნობილი მოჭადრაკე სენტ-ლუისის ტურნირში მონაწილეობს.


კასპაროვმა პირველ დღეს ჩატარებული სამი პარტიიდან სამივე ყაიმით დაასრულა - რუს სერგეი კარიაკინთან, ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან და კუბელ ლენიერ დომინგესთან.


ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 300 ათასი დოლარია, 12 აგვისტოს დასრულდება.


გარი კასპაროვი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. ის მეცამეტე მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში და ამ ტიტულის შენარჩუნება მან 1985 წლიდან 1993 წლამდე შეძლო. ჭადრაკის კარიერის დასრულების შესახებ კასპაროვმა 2005 წელს განაცხადა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner