logo_geo
eng_logo
აშშ-მა ჩრდილოეთ კორეაში უკრაინული სარაკეტო ძრავების მოხვედრაზე კომენტარი გააკეთა
- +

16 აგვისტო. 2017. 02:59


სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს უკრაინული სარაკეტო ძრავების ჩრდილოეთ კორეისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ ცნობებს.


„წარსულში, როგორც მე ვიცი, უკრაინამ აღკვეთა სერიოზული მასალების მიწოდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს... ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს დაზვერვის ცნობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას აქვს გაუვრცელებლობის სფეროში ძალისხმევის ძალიან სანდო ისტორია, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში", - განაცხადა ნოიერტმა.


14 აგვისტოს, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეამ გამოსაცადა, ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინულ ქარხანა "იუჟმაშზე" დამზადებული ძრავები აღმოაჩინა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner